ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო კონფერენცია „კორეა - საქართველო: ისტორიული პარალელები“

ღონისძიებები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კორეის კვირეულის დღეებში ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კორეის კვლევების აკადემიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 19-20 მაისს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „კორეა-საქართველო: ისტორიული პარალელები“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის მკვლევრები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტები.  

კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/39p3MQJ

კონფერენციის დასასრულს ინჰას უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ცენტრის დაფუძნების მიმართულებით.   

დრო: 19-20 მაისი, 10:00 საათი

19 მაისს ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდზე.

Zoom-ის ბმული: https://bit.ly/3yH7T5C

სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები