ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კორეის კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი კორეული უნივერსიტეტების, ასოციაციებისა და დიპლომატიური უწყებების მხარდაჭერით ორგანიზებას გაუწევს კორეის კვირეულს, რომელიც გაიმართება 2022 წლის 14-20 მაისს. 

კვირეულის პარტნიორები

  • საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში; 
  • კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისი თბილისში; 
  • კორეის კვლევების აკადემია (AKS);  
  • ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტი; 
  • ინჰას უნივერსიტეტი; 
  • ქართულ-კორეული ხიდი.

კვირეულის განრიგი

QUIZ ON KOREA 2022

თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 14 მაისს გაიმართება მასშტაბური ღონისძიება Quiz on Korea, რომელიც კორეული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ღონისძიება შედგება ვიქტორინისა (Quiz on Korea) და კულტურული-ღონისძიებისგან (K-Culture Contest), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეული კულტურითა და კორეული ენის შესწავლით დაინტერესებული წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები.

დრო: 14 მაისი, 13:00 - 16:00 

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქის ლაივი https://www.facebook.com/Iliauni 

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/38RmccD

ვრცლად: https://bit.ly/37YGFw4

_____________________________________________________________________________________________

ჩო ჯუკვანის საჯარო ლექცია: თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში

პროფესორი ჩო ჯუკვანი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას მიღებულ გამოცდილებას, გააკეთებს ისტორიულ და კულტურულ პარალელებს და ისაუბრებს საქართველო-კორეას შორის ურთიერთობებზე.

დრო: 17 მაისი, 11:00-12:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი https://www.facebook.com/Iliauni

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3LNf3ce

ვრცლად: https://bit.ly/3kC5CAb

 _____________________________________________________________________________________________

ოთარ ბერეჟიანის საჯარო ლექცია: კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ

ბოლო წლების განმავლობაში კორეულმა ფილმებმა, მომღერლებმა და ტელეგადაცემებმა დიდ პოპულარობას მიაღწია. მომხსენებელი განიხილავს, როგორმა პოლიტიკამ და ტრენდებმა შეუწყო ხელი კორეის კულტურის პოპულარიზაციას და რა სარგებელი მოაქვს ეგრეთ წოდებულ „კორეულ ტალღას" სახელმწიფოსა და მისი ხალხისთვის.

დრო: 17 მაისი, 12:00 - 13:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი https://www.facebook.com/Iliauni

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3seQKMh

ვრცლად: https://bit.ly/3OTG6V3

_____________________________________________________________________________________________

დახურული ვორკშოპი ილიაუნის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის

ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის გამართავენ დახურული ვორკშოპების სერიას თემებზე:

  • კორეული ენისა და დამწერლობის პრაქტიკული თავისებურებები;
  • ქალ მწერალთა როლი ტრადიციულ კორეულ საზოგადოებაში.

დრო: 17 მაისი, 14:00 - 17:00

ფორმატი: ფიზიკურ სივრცეში, დახურული (მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის)

ვრცლად: https://bit.ly/3MOo7NT


კონკურსი კორეულ მეტყველებაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის

18 მაისს, ილიაუნის საკვირაო სკოლის კორეული ენის (A1-1 დონე) შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება კონკურსი კორეულ მეტყველებაში. 

დრო: 18 მაისი, 11:00 - 13:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული, პლატფორმა Zoom -ის გამოყენებით 

ვრცლად: https://bit.ly/3yC4sgr


კორეული ტრადიციული თამაშები

18 მაისს, 15:30 საათზე, გიწვევთ კორეულ ტრადიციულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ინტრუქციებს და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ თამაშებში, როგორებიცაა: ჰანბოკი, სეოიე (კალიგრაფია), ტუჰო, ეჯგიჩაგი, დდაკჯი.

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MmLVIS

დრო: 18 მაისი, 15:30 – 16:30

ადგილმდებარეობა: პირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს ადგილის მისამართს. 

ვრცლად: https://bit.ly/3sDzmBl


სამეცნიერო კონფერენცია „კორეა-საქართველო: ისტორიული პარალელები“

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კორეის კვირეულის დღეებში ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კორეის კვლევების აკადემიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 19-20 მაისს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „კორეა-საქართველო: ისტორიული პარალელები“.

დრო: 19-20 მაისი, 10:00 საათი

ფორმატი: 19 მაისს ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდზე

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3sFHWQ2

ვრცლად: https://bit.ly/3sFHWQ2

 

2022 წელი

ბანერები