ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა Make Erasmus+ Truly Inclusive სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

16 ოქტომბერს, 17:00 საათზე Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში სტუდენტებისთვის ონლაინ გამართავს ღონისძიებას Make Erasmus+ Truly Inclusive: Participation Barriers You Could Not Even Think of Existed – How to Detect and Overcome Barriers?

პროგრამა Erasmus+ ახალგაზრდებს სთავაზობს კულტურულ გაცვლას, ცოდნის გაღრმავებასა და უნარების შეძენას, რაც მათ ცხოვრებას ფუნდამენტურად ცვლის. 

რა ბარიერებს აწყდებიან სტუდენტები, როცა პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ? როგორ ახერხებენ ამ ბარიერების გადალახვას? რა როლს თამაშობს სოციალური შფოთვა და კულტურული განსხვავებები? – შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პროფესიონალის (ფსიქოლოგის) ექსპერტულ მოსაზრებებსა და პროგრამის მონაწილეთა გამოცდილებას ამ საკითხებზე. შეუძლიათ დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები. 

ფორმატი: ონლაინშეხვედრა (Google Meet)

დრო: 16 ოქტომბერი, 17:00-18:00 საათი

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Pkij2TL8JVJKcjgAA

2026

ბანერები