დოქტორ სონია ბიელობაბას ვებინარი „სამეცნიერო პუბლიკაციები და ხელოვნური ინტელექტი“
ღონისძიებები
21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების განვითარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრი გიწვევთ უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) კვლევის ეთიკისა და ბიოეთიკის ცენტრის დირექტორის, დოქტორ სონია ბიელობაბას ვებინარზე „სამეცნიერო პუბლიკაციები და ხელოვნური ინტელექტი“.
ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ცვლის კვლევის ჩატარების, კომუნიკაციისა და შეფასების პროცესებს. ამასთან, მას შეუძლია გააძლიეროს კვლევის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის ე.წ. paper mills, ფაბრიცირებული ან ყალბი წყაროები, დუბლირებული პუბლიკაციები და დაბალი ხარისხის კვლევების გავრცელება.
მომხსენებელი განიხილავს აღნიშნულ გამოწვევებს სტოკჰოლმის დეკლარაციაში გამოკვეთილი საკითხების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს სამეცნიერო ტექსტების შექმნის გამარტივება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ორიგინალურობა, ავტორობა, ავტორის წვლილი და სამეცნიერო ნაშრომის მნიშვნელობა.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 ოქტომბერი, 16:00-17:30 საათი
შეხვედრაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
2026