ფრანგულენოვანი ქართველოლოგია ბერნარ უტიესა და ჟერარ გარიტის სამეცნიერო სტატიების ქართული თარგმანები
ღონისძიებები
13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის სერიით გამოცემული ორი კრებულის პრეზენტაცია:
ბერნარ უტიე, ქართველოლოგიური წერილები (ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა, ტ. 4)
ჟერარ გარიტი, ქართველოლოგიური წერილები (ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა, ტ. 2)
ჟერარ გარიტისა და ბერნარ უტიეს სამეცნიერო პუბლიკაციებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა უცხოურ უნივერსიტეტებში ძველი ქართული სალიტერატურო-მთარგმნელობითი ტრადიციის კვლევისა და სწავლების მაღალი ხარისხი, ხელი შეუწყო საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ძველი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის შესახებ კვლევის გააქტიურებას, უცხოური ქართველოლოგიის ჩამოყალიბებას.
ბერნარ უტიესა და ჟერარ გარიტის ქართველოლოგიური წერილები ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა.
დრო: 13 ოქტომბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026