ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო გამოსვლის კონკურსი სტუდენტებისთვის – Freedom250 – Decoding the Declaration

ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ინიციატივის ფარგლებში ამერიკის საელჩო სტუდენტებს იწვევს საჯარო გამოსვლის კონკურსში Decoding the Declaration მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ორიგინალური სიტყვა, რომელშიც განიხილავენ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ გავლენას ამერიკულ ეროვნულ იდენტობაზე, აშშ-ის ძლიერებასა და კეთილდღეობაზე და მის გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებაზე თანამედროვე სამყაროში.

კონკურსის თემაა „დამოუკიდებლობიდან გლობალურ ლიდერობამდე: რას ნიშნავს მისი დაპირებები დღეს?“

მონაწილეებს საკუთარი არგუმენტის წარსადგენად, დამკვიდრებული შეხედულებების გასაანალიზებლად, წარსულისა და აწმყოს დასაკავშირებლად და საკუთარი ხედვის ჩამოსაყალიბებლად 5-7 წუთი ექნებათ.

გამოსვლა და კონკურსის სამუშაო ენა: ინგლისური

განაცხადების მიღება დაიწყება 6 ოქტომბერს და დასრულდება 16 ოქტომბერს.

კონკურსის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

2026

ბანერები