ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“

ღონისძიებები

18-20 დეკემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“.

კონფერენციის მომხსენებლები შეაჯამებენ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2025 წლის სამეცნიერო მუშაობას და წაიკითხავენ მოხსენებებს კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები.

კონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამხედრო ტყვეთა ბედი ბიზანტიაში (VIII-XV სს)“ (FR-23-3178) შუალედური შედეგებისა და პროექტის „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ (FR-21-8081) ფარგლებში გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია.

კონფერენცია დასრულდება აკადემიკოს გიორგი წერეთლის მემორიალური კაბინეტისა და ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნით.

ფორმატი: ჰიბრიდული

შეხვედრის ბმული:

https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84013304538?pwd=PtYxLEYgs1MVQkyoJI4cORy1LquNyS.1

Meeting ID: 840 1330 4538
Passcode: 360412

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 18-20 დეკემბერი,10:30 – კონფერენციის გახსნა

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები