ღონისძიებები
16 იანვარი, 2026
ღონისძიებები
26 თებერვალი, 2026
ღონისძიებები
16 თებერვალი, 2026
ილიაუნის სტუდენტების საახალწლო შეკრება
ღონისძიებები
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიაუნის T კორპუსის საახალწლოდ მორთულ ეზოში, სადაც დაგხვდებათ ცხელი სასმელები, ტკბილეული, ფოტოს გადასაღები სივრცეები, ილიაუნის სტუდენტური კაპელის კონცერტი.
ილიაუნის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოება“ წარმოგიდგენთ ილიას თვის ფარგლებში ინიციირებულ პროექტებს.
შეგიძლიათ გაწევრიანდეთ საინიციატივო ჯგუფში და მთელი წლის განმავლობაში ჩაერთოთ პროექტებში ან თავად წარმოადგინოთ ილიას თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა იდეა და ინიციატივა.
პროგრამა
- 19:00-19:30 – ღონისძიების გახსნა
- 19:30-20:00 – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტების წარდგენა
- 20:00-21:00 – ილიაუნის სტუნდენტური კაპელის საახალწლო კონცერტი
გილოცავთ ახალ წელს და გელით ილიაუნის ეზოში!
2025