კვლევითი პროექტის „სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა“ შედეგების წარდგენა
ღონისძიებები
27 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი წარადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა“ კვლევის შედეგებს და პროექტის ფარგლებში მომზადებულ კრებულს.
კვლევაში სუროგაცია შესწავლილია, როგორც ქსელური ფენომენი, რომელიც იქმნება ქსელში ჩართული ადამიანების, სამართლებრივი ნორმების, ბიოლოგიური მასალებისა და რეპროდუქციული ტექნოლოგიების ურთიერთქმედებით. კვლევის მიზანი იყო სუროგაციის პროცესის მონაწილე საკვანძო აქტორების იდენტიფიცირება და მათი ურთიერთობების, მოლაპარაკებებისა და ძალაუფლების დინამიკის ანალიზი.
2020-2023 წლების საველე სამუშაოები ეყრდნობა სიღრმისეულ ინტერვიუებს სუროგატ დედებთან, პოტენციურ მშობლებსა და სუროგაციის ქსელის სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან. პარალელურად განხორციელდა სუროგაციის სააგენტოებისა და კლინიკების ეთნოგრაფიული კვლევა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ინსტიტუციური გარემოს დეტალური აღწერა და ინტერვიუების დროს შეუმჩნეველი ნიუანსების გამოვლენა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 27 დეკემბერი, 13:00-15:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025