პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII- XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გაიმართება პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია.
მონოგრაფიაში აღწერილია ადრეული მოდერნულობის პერიოდის საქართველოში მიმდინარე კათოლიკური ინკულტურაციის პროცესები, მათი თანმდევი პოლიტიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო (ფილოლოგიური) საქმიანობა. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია ინკულტურაციული პროცესების საპირისპირო, რელიგიური აკულტურაციის, უფრო ზუსტად, რუსიფიკაციის დღემდე ნაკლებად შესწავლილი მექანიზმები; აღწერილია, როგორ შეიფუთა XIX საუკუნეში რუსული იმპერიალიზმი ერთმორწმუნეობისა და ორ ქრისტიან ერს შორის მეგობრობის სახელით და როგორ შეეცადა იგი, დაჰპატრონებოდა საქართველოში რელიგიის ისტორიულ ფუნქციას.
კვლევის შესახებ ისაუბრებს მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი მზექალა შანიძე.
მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში.
დრო: 17 დეკემბერი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი, S800 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2025