ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალ მეწარმეთა პროფესიული განვითარების პროგრამები დანიის სკოლებში - ანეტ ვალგრან იფსენის საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

15 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, პედაგოგიკის დანიელი ლექტორი, ანეტ ვალგრან იფსენი წაიკითხავს საჯარო ლექციას: ქალ მეწარმეთა პროფესიული განვითარების პროგრამები დანიის სკოლებში.

ლექციაზე განხილული იქნება მეწარმეობის და ინოვაციების ფასილიტაცია და მეწარმეობის სწავლება მდედრობითი სქესის მოსწავლეებისთვის საჯარო სკოლებში.

გლობალური განვითარება ცვალებად საზოგადოებებში და ამ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა მოითხოვს ახალ კომპეტენციებს. მომავალ თაობებს უნდა შეეძლოს ახალი კავშირების დამყარება ბიზნესს, ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურებს შორის. ამაში მთავარ როლს სკოლა თამაშობს. დღევანდელი მოსწავლეები სწორედ ის ძალაა, რომელმაც უნდა შექმნან ახალი საზოგადოებები, შესაბამისად, ისინი უნდა იყვნენ განათლებულები და ჰქონდეთ საჭირო კვალიფიკაცია.

მომხსენებელი ყურადღებას შეაჩერებს შემდეგ საკითხებზე: როგორ დავსვათ საჭირო კითხვები? რა ნიშნები ახასიათებს კარგ დიალოგსა და თანამშრომლობას? რა ზომებს უნდა მივმართოთ ჩვენს იდეათა განსახორციელებლად.

მომხსენებლის შესახებ

ანეტ ვალგრან იფსენი ფლობს კოპენჰაგენის (დანია) უნივერსიტეტის უფროსი ლექტორის სტატუსს ხარისხებით პედაგოგიკასა და ზოგად დიდაქტიკაში; ამასთან, არის პიროვნული განვითარების სერტიფიცირებული ტრენერი და განათლების ფილოსოფიის ლექტორი; ატარებს ლექციებს „ერასმუსის“ სკანდინავიური ენების მოდულის სტუდენტებისთვის; ასწავლის ლტოლვილებსა და იმიგრანტებს პედაგოგიკას და აცნობს მათ დანიის საგანმანათლებლო სისტემას.

დრო: 15 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

ბანერები