ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Forbes-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ღონისძიებები

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია Forbes Media Partners-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

მემორანდუმი ითვალისწინებს:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფორბსის“ სტუდენტური კლუბის ჩამოყალიბებას; 
  • ერთობლივი საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებას; აღნიშნული აქტივობების გაშუქებას ორგანიზაციის ხელთ არსებული ან/და მასთან დაკავშირებული ყველა მედიასაშუალებით;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებისა და პროფესორების ინტენსიურ თანამშრომლობას (ბლოგების მომზადება ეკონომიკურ და ბიზნესსიახლეებზე; ექსპერტების მონაწილეობა გადაცემებში „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“).

დრო: 14 ნოემბერი, 17:00 საათი 

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ფორბსის აუდიტორია), ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

ბანერები