ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ოთარ ბერეჟიანის საჯარო ლექცია: კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ

ღონისძიებები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, 12:00 საათზე. ჰანკუკის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ოთარ ბერეჟიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ“. 

ლექციის შესახებ

ბოლო წლების განმავლობაში კორეულმა ფილმებმა, მომღერლებმა და ტელეგადაცემებმა დიდ პოპულარობას მიაღწია. მომხსენებელი განიხილავს, როგორმა პოლიტიკამ და ტრენდებმა შეუწყო ხელი კორეის კულტურის პოპულარიზაციას და რა სარგებელი მოაქვს ეგრეთ წოდებულ „კორეულ ტალღას" სახელმწიფოსა და მისი ხალხისთვის. 

მომხსენებლის შესახებ 

ოთარ ბერეჟიანმა დაამთავრა სოფიის უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით. აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის განხრით სეულის გიონგის უნივერსიტეტიდან. 

ამჟამად მუშაობს საერთაშორისო ბიზნესის კონსალტინგის სფეროში და მოწვეული ლექტორია ჰანკუკის უნივერსიტეტში. იგი ოცი წელია სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და აქტიურად მონაწილეობს სეულის სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამიტომ 2018 წელს სეულის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 

დრო: 17 მაისი, 12:00 - 13:00 საათი 

სამუშაო ენა: ქართული 

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი https://www.facebook.com/Iliauni 

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3seQKMh

2022 წელი

 

 

ბანერები