ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონკურსი კორეულ მეტყველებაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის

ღონისძიებები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 18 მაისს, 11:00 საათზე, ილიაუნის საკვირაო სკოლის კორეული ენის (A1-1 დონე) შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება კონკურსი კორეულ მეტყველებაში.

ილიაუნის კორეული ენისა და კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ილიაუნის საკვირაო სკოლის ფარგლებში კორეული ენის A1-1 დონეს კონკურსის წესით შერჩეული 160 მოსწავლე მთელი საქართველოდან თებერვლიდან 9 კვირის განმავლობაში დისტანციურად ეუფლებოდა.

პროგრამით გათვალისწინებული საგაკვეთილო პროცესი დასრულდა და 18 მაისს კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე გამოავლინონ ცოდნა.

კონკურსანტები ჟიურის წინაშე კორეულ ენაზე წაიკითხავენ მოხსენებებს. I, II და III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

კორეული ენის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებს კი გადაეცემათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დრო: 18 მაისი, 11:00 - 13:00 საათი

სამუშაო ენები: კორეული, ქართული

ფორმატი: ჰიბრიდული, პლატფორმა Zoom -ის გამოყენებით 

2022 წელი

 

ბანერები