ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კირკლანდის პროგრამის დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

4 ნოემბერს, 10:00-დან 14:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს კირკლანდის პროგრამის დღეს (Kirkland Program Day), რომელიც გააერთიანებს ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის წარმომადგენლებს, პროგრამის კურსდამთავრებულებს, აკადემიურ საზოგადოებას, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს.

სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს აკადემიური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს პოლონეთში. პროგრამა განკუთვნილია პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ახალგაზრდა ლიდერებისთვის, პროფესიონალებისა და მკვლევრებისთვის და მოიცავს საუნივერსიტეტო სწავლებას, კვლევით საქმიანობასა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას.

ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის პროგრამის შესაძლებლობების, განაცხადის წარდგენის პროცედურებისა და კურსდამთავრებულთა აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გაცნობა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერება.

ვისთვის იქნება ღონისძიება საინტერესო?

ღონისძიება საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც აინტერესებს პოლონეთში სწავლისა და კვლევის გაგრძელება, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

ღონისძიებაზე გაიმართება ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია, ინტერაქციული კითხვა-პასუხის სესია, არაფორმალური შეხვედრები. კურსდამთავრებულები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას.

პროგრამის განსაკუთრებული ნაწილია Kirkland Open Space – ღია სივრცე კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის. პროგრამით დაინტერესებული პირები შეძლებენ უშუალოდ შეხვდნენ კურსდამთავრებულებს, დასვან შეკითხვები, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და განიხილონ სამომავლო აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობები.

რეგისტრაცია: ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე:https://forms.gle/urgqeeKSmJYPs4P99

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: ადგილზე დასწრებით

დრო: 4 ნოემბერი, 10:00-14:00 (საქართველოს დროით)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

2026

ბანერები