ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობის ხელახალი გააზრება: განათლება, დიალოგი და მდგრადი მომავალი“

ღონისძიებები

28 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობის ხელახალი გააზრება: განათლება, დიალოგი და მდგრადი მომავალი“ (Reimagining Peace: Education, Dialogue, and Sustainable Futures).

კონფერენცია ტარდება ერაზმუს+ პროგრამის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების მხარდაჭერისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova –PeaceEdu) ეგიდით.

კონფერენციის მიზანია სამშვიდობო განათლების თანამედროვე მიდგომების, დიალოგის შესაძლებლობებისა და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაში განათლების როლის განხილვა.

კონფერენცია გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალსა და განათლებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხების შემსწავლელ სპეციალისტებს.

პროგრამა იხილეთ ბმულზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები