ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „აპოლონიუსის დევნის ამოცანა სივრცეში“

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 დარბაზში ილიაუნის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის პროფესორი გამართავს სემინარს „აპოლონიუსის დევნის ამოცანა სივრცეში“.

მომხსენებელი განიხილავს აპოლონიუსის ტიპის დევნის ამოცანების ამოხსნის ზოგად მეთოდს, რომლის გამოყენებითაც მიიღება ცხადი ფორმულები დევნის ოპტიმალური მიმართულებისა და ოპტიმალური ტრაექტორიის სიგრძისთვის სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცის შემთხვევაში.

ასევე მიმოიხილავს სივრცეში ანალოგიურ შედეგებს ფეინმანის ტიპის დევნის ამოცანისთვის და ამ შედეგების ზოგიერთ გამოყენებას გეომეტრიული შეზღუდვების მქონე ამოცანებში.

მომხსენებელი ჩამოაყალიბებს რამდენიმე ამოუხსნელ ამოცანას ამ თემატიკით დაინტერესებული სემინარის მონაწილეებისთვის.

დრო: 20 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.

2026

 

 

ბანერები