ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის საგანმანათლებლო პროგრამების ფორუმი და STEM ღია კარის დღე

ღონისძიებები

17 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების ფორუმი გაიმართება. ფორუმი აერთიანებს ღია კარის დღეს, ვრცელ ინტერაქტიულ პრეზენტაციებს. საგანმანათლებლო პროგრამების ფორუმი ფარავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს.

B 202 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #32) 11:00-დან 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტენდები. უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე და გადმოგცემენ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ლიფლეტებს, ასევე, ბრენდირებულ სიმბოლურ საჩუქრებს. ფორუმზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები გაგაცნობენ ილიაუნიში სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებს.

A101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #32) ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამების ვრცელი პრეზენტაციები შემდეგი განრიგით:

ამავე დღეს, 15:00 საათზე, ჩატარდება STEM ღია კარის დღე. STEM ღია კარის დღის ფარგლებში, თქვენ დაათვალიერებთ ილიაუნის ლაბორატორიებს G კორპუსში, ფაბლაბს და გეიმლაბს. STEM ღია კარის დღეზე მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 15 აპრილისა, ჩვენ დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ დეტალებს.

გელოდებით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

ბანერები