საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სწავლა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) (კალიფორნია, აშშ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში ახორციელებს* საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე* შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

პროგრამებზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ლექციებს ქართველი სტუდენტებისთვის კითხულობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)-დან მოწვეული ამერიკელი პროფესორები.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

გაცვლითი პროგრამები

SDSU-ს მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.

სასწავლო გარემო

პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა და სტანდარტები, ასევე, სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტექნოლოგიები აშშ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების შესაბამისია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და SDSU საქართველოს ახალი კამპუსი 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში  2017 წლის პირველი კვარტალიდან ახალი, ოთხსართულიანი (4000 კვ.მ.-ზე მეტი) კამპუსის მშენებლობას იწყებენ ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე. 
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდება SDSU-საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები და ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები. 

* (ABET - საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ამერიკის საბჭო, ACS - ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია, WASC - სკოლებისა და კოლეჯების დასავლეთის ასოციაცია)


სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია:

მ. კოსტავას 5, თბილისი, 0108, საქართველო
☏ +995 (32) 2 311 611
ვებგვერდი: www.georgia.sdsu.edu
✉ georgiainfo@mail.sdsu.edu
Facebook: SDSU.Georgia



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები