ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ზოოლოგიის ინსტიტუტი

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი.

გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე „საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება, მონიტორინგი, ბიოკონტროლი “ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი ბახტაძე.

ანოტაცია

პროექტი მიეკუთვნება ფუნდამენტური,  კონსერვაციული და გამოყენებითი კვლევების სფეროს, რომლის ფარგლებშიც ისწავლება საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება. ფუნდამენტური კვლევის საფუძველზე, შეფასდება მათი თანამედროვე მდგომარეობა და გამოიკვეთება ის სახეობები, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციას, მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ხდება ინვაზიის კერების, საკვანძო სახეობებისა და ტერიტორიების გამოვლენა, მეცნიერებისათვის ახალი ან საქართველოსათვის პირველად რეგისტრირებული სახეობების აღმოჩენა, გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა, ფართომასშტაბიანი მონიტორინგის სისტემის ინიცირება.

დრო: 23 დეკემბერი, 17:30 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები