ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი

ღონისძიებები

16 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე პოსტსეკულარული რელიგიურობა, როგორც რეაქცია გლობალურ კაპიტალიზმსა და სოციალურ უთანასწორობაზე წაიკითხავს პროფესორი გიორგი მაისურაძე.

ანოტაცია

თანამედროვე სამყაროში, რომელსაც „პოსტსეკულარულადაც“ მოიხსენიებენ, შეინიშნება რელიგიურობის მატების ნიშნები. რელიგიურობა ბრუნდება თავისი პოლიტიზირებული და, ამასთანავე, აგრესიული ფორმებით, რაც უკვე საყოველთაო მოვლენად იქცა. რელიგიურობის ამ დაბრუნების უკან ხშირად კონკრეტული სოციალური და ჩაგვრის მექანიზმებზე რეაქციები ჩანს, რომელიც გლობალურ კაპიტალიზმთან და მის ექსპანსიასთან რეაქციაშია წარმოშობილი.

  • მოხსენებას თემაზე საბჭოთა წარსულის კვლევების მიმართულება: კონსტანტინე მეგრელიძის „აზრის სოციოლოგიის ძირითადი საკითხები“ წაიკითხავს ელენე ლადარია.

დრო: 16 დეკემბერი, 17: 00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები