ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  •  მოხსენებას თემაზე „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ წაიკითხავს პროფესორი გიორგი სანიკიძე.

ანოტაცია

პროექტის მიზანია მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ აღმოსავლური და დასავლური მასალების შესწავლა და აღნიშნულ პერიოდის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში საქართველოს ადგილის კვლევა. პროექტში მონაწილეები ამ პრობლემის შესწავლისათვის იკვლევენ XIX საუკუნის ფრანგი და ირანელი ავტორების ცნობებს საქართველოს შესახებ.
პროექტის შემსრულებელთა მიერ კონკრეტულად ფრანგი და ირანელი ავტორების თხზულებების არჩევა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ დღემდე შეუსწავლელი ყველაზე მეტი და სამეცნიერო თვალსაზრისით, საინტერესო სწორედ ფრანგულ და სპარსულ ენებზე არსებული ნაშრომებია. საქართველოსა და მისი დედაქალაქის, თბილისის, მიმართ სწორედ ამ ორი ქვეყნიდან მჟღავნდებოდა განსაკუთრებული ინტერესი. ყველა ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს დედაქალაქის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამაერთიანებელი  ხიდის, მნიშვნელობას. ისინი აღწერენ ქალაქის იერსახესა და საქალაქო ცხოვრებას, რომელშიც  ჰარმონიულად იყო შეწყმული აღმოსავლური და დასავლური საწყისები და რომლის ევროპეიზაციაც მე-19 საუკუნის განმავლობაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა.

მოხსენებას თემაზე „ბიზანტია–საქართველოს ურთიერთობები“ წაიკითხავს ნელი მახარაძე.

ანოტაცია

კვლევა მიმდინარეობდა რამდენიმე - ლექსიკოლოგიური; ისტორიული (ბიზანტია–საქართველოს ურთიერთობები); ენობრივ-ლიტერატურული (ნასესხობები, ეტიმოლოგიური ძიებანი); წყაროთმცოდნეობითი (ბიზანტიური ისტორიული წყაროების თარგმნა); ბიბლიოლოგიური - მიმართულებით.

დრო: 20 დეკემბერი, 17: 00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები