ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „ქართულ-ირანული ურთიერთობები“.

ეირანის ისტორიულ რაიონში, დულაბში, მდებარე ქრისტიანული სასაფლაოებისკომპლექსში არსებობს მნიშვნელოვანი ქართული სეგმენტი, სადაც დაკრძალულია რამდენიმე ათეული ქართველი. ზოგი მათგანის ქვა დიდი ოსტატობითაა შესრულებული და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სასაფლაოზე მდებარეობს ქართული ეკლესიის ანალოგიით შექმნილი მინადორა ხოშტარიას საკმაოდ დიდი მოცულობის აკლდამა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ქართული არქიტექტურული ძეგლია. ის ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს ყურადღებას. დაიწყება დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე არსებული ქართული აკლდამისა და საფლავების სრული აღწერა-პასპორტიზაცია, იქ დასაფლავებული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება ირანისა და საქართველოს არქივებში, ქართული მონაცემები ჩაერთვება დულაბის სასაფლაოების კვლევისა და დაცვის საერთაშორისო პროექტში. საქართველოსა და ირანის ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების ყურადღება უნდა მიექცეს სასაფლაოს პრობლემებს. პროექტის შედეგები აისახება მონოგრაფიასა და ცალკეულ სტატიებში, ასევე მომზადდება ფოტოგამოფენა. ამჟამად დასასრულს უახლოვდება პროექტის პირველი ეტაპითგანსაზღვრული სამუშაოები (მოძიებული და დამუშავებულია საქართველოსარქივებში დაცული სათანადო მასალები).

დრო: 14 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

ბანერები