ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი შორენა წიკლაური სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „საქართველოს უახლესი დემოგრაფიული ვითარება“.

მოხსნება ეხება თბილისის მერის არჩევნებს (2010, 2014 და 2017 წლების არჩევნებში გამარჯვებულიკანდიდატების შედარებითი ანალიზი).

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი გარე მიგრაციულ ნაკადებთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის როგორც რაოდენობაზე, ასევე სტრუქტურაზე. საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია, რაც, თავის მხრივ, აისახება ქვეყნის როგორც დემოგრაფიულ, ისე ეკონომიკურ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლებიდან ვერ ხერხდებოდა დემოგრაფიულ შემთხვევათა (დაბადება, გარდაცვალება) და მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა. შესაბამისად, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმა დღის წესრიგში დააყენა წინა პერიოდის დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების გადაანგარიშების აუცილებლობა.

დრო: 18 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები