დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი
დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა 1991 წლის 28 მარტს დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევისა და სოციოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრების გაერთიანების საფუძველზე. 2009 წლის ივლისიდან ინსტიტუტი აფილირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები – საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ინსტიტუტის მიზანია:
- სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
- ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო საქმიანობისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
- საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
- ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
- ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში/გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.
2. ინსტიტუტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დამატებითი შემოსავლები.
ინსტიტუტის საქმიანობის აღწერა
ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ძირითადი საგანია:
- დემოგრაფიული და სოციოლოგიური პრობლემების კვლევა, მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებათა შესწავლა და ანალიზი;
- დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება;
- სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და მიმართულებების შესწავლა და დემოგრაფიული პროგნოზების შემუშავება;
- დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა და სამეცნიერო ექსპერტიზა;
- მოსახლეობის აღწარმოების პროგრამულ-მეთოდოლოგიური საკითხების შემუშავებაში მონაწილეობა;
- საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის შესწავლა;
- მოსახლეობის დემოგრაფიული განათლების დონის ამაღლებისათვის სათანადო ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარების ხელშეწყობა;
- ერთიანი სახელმწიფო სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის შემუშავება;
- რეგიონული და ეთნოდემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
- მიგრაციისა და განსახლების სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
- დემოგრაფიული ქცევის თავისებურებათა შესწავლა;
- მოსახლეობის დასაქმების სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
- ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული ტრანსფორმაციის საკითხების შესწავლა;
- ოჯახის სოციოლოგიის პრობლემების კვლევა;
- სოციალიზაციის, სოციალური იდენტურობის და სოციალურ-კულტურულ ფასეულობათა თავისებურებების შესწავლა;
- სოციოკულტურული განვითარების პრობლემების კვლევა;
- სოციალურ-დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუციის შესწავლა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ინსტიტუტის დირექტორი – ავთანდილ სულაბერიძე
avtandil.sulaberidze@iliauni.edu.ge;
sulaberidzeavtandil@gmail.com
☏ 599 965373; 595 093709
დირექტორის მოადგილე – ვანო შუშტაკაშვილი
☏ 595790079