ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2017
ღონისძიებები
11-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
11 დეკემბერს, 18:00 საათზე კვირეულს გახსნის და 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია „ილიას მედლით“ დააჯილდოვებს მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო 2017 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ილიას ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა და ყოველწლიური იქნება.
11-18 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 23 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
დეტალური განრიგი
11 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
18:00 საათი |
• გახსნა |
|
19:00 საათი |
მოხსენება: ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოში მომხსენებელი: პროფესორი ზაალ კიკვიძე ვრცლად... |
|
19:30 საათი |
|
ფურშეტი |
12 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
18:00 საათი |
მოხსენება: ენტომოპათოგენური ნემატოდები (ეპნ) საქართველოს უმთავრესი მავნე მწერების ბიოკონტროლში |
|
18:30 საათი |
ეკოლოგიის ინსტიტუტი |
მოხსენება: ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები |
19:00 საათი |
მოხსენება: მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში |
|
19:30 საათი |
მოხსენება: სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება - კლდის ხვლიკების ფენომენი |
13 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
18:00 საათი |
მოხსენება: კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიკაციის თერმოდინამიკა |
|
18:30 საათი |
მოხსენება: ნეიტრონის მასათა გენერაცია |
|
მოხსენება: გამორჩეული ნეიტრონული ვარსკვლავების რენტგენულ-სპექტრული ანალიზი |
||
19:00 საათი |
მოხსენება: მიო-ინოზიტოლის ანტიეპილეპტოგენური მოქმედების შესწავლა |
|
19:30 საათი |
მოხსენება: H-Ras ცილის პოსტტრანსლაციური მოდიფიკაცია ჰიპოქსიის დროს |
14 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
18:00 საათი |
მოხსენება: სეისმური მონიტორინგის სისტემები საქართველოში |
|
18:30 საათი |
მოხსენება: ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება) |
|
19:00 საათი |
მოხსენება: კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე |
|
მოხსენება: რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოგია |
||
19:30 საათი |
ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი |
მოხსენება: ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრული |
|
ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი |
მოხსენება: „დრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურისმქონე მასალებისათვის“. |
15 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
18:00 საათი |
მოხსენება: ფონოლოგიური განვითარების თავისებურებები ქართულ ენაში |
|
18:30 საათი |
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია” |
მოხსენება: აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში |
19:00 საათი |
მოხსენება: უთანხმოების ეპისტემოლოგია |
|
19:30 საათი |
მოხსენება: წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება მომხსენებელი: ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი |
18 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
18:00 საათი |
მოხსენება: კვლევები ციფრულ ეპოქაში |
|
18:30 საათი |
მოხსენება: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში |
|
19:00 საათი |
მოხსენება: საქართველოს უახლესი დემოგრაფიული ვითარება |
|
19:30 საათი |
მოხსენება: მიუსტერის კომუნა როგორც “ისტორიის გაკვეთილი”: კრიტიკული რეფლექსია ისტორიის რეცეფციის საკითხზე |