ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დახურული ვორკშოპი ილიაუნის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, 14:00 საათზე, ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის გამართავენ დახურული ვორკშოპების სერიას თემებზე:

  • კორეული ენისა და დამწერლობის პრაქტიკული თავისებურებები;
  • ქალ მწერალთა როლი ტრადიციულ კორეულ საზოგადოებაში.

ვორკშოპი 3 სესიად ჩატარდება.

სესია 1: მსოფლიოს დამწერლობითი სისტემების ტიპოლოგია: კორეული ჰანგუელის უნიკალურობა

მსოფლიო დამწერლობითი სისტემების ლინგვისტურ ტიპოლოგიაში შესავლის შემდეგ გაიმართება მსჯელობა ჰანგუელის მახასიათებელთა შესახებ. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ტიპოლოგიური პერსპექტივიდან შეადარონ ერთმანეთს ქართული და ჰანგუელის დამწერლობითი სისტემები.

სესია 2: კორეული გამოთქმა: პრაქტიკა

სესიაზე მენტორები განიხილავენ იმ გავრცელებულ თავისებურებებს, რომელთაც კორეულ ენაზე მოსაუბრე ქართველები გამოთქმისას ხშირად ავლენენ. კორეულ ფონეტიკასა და გამოთქმასთან დაკავშირებული რჩევების გაცნობის თეორიული ნაწილის შემდეგ ვორკშოპის მონაწილე სტუდენტები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად და კორეული ენის გამოთქმის სავარჯიშოებს შეასრულებენ ინსტრუქტორთან ერთად, რომლისთვისაც კორეული ენა მშობლიურია.

სესია 3: ჩოსონის დინასტიის (Joseon Dynasty) პერიოდის ორი პოეტი ქალი: ქალთა ხმები მამაკაცებით დომინირებულ საზოგადოებაში

სესიაზე სტუდენტები გაეცნობიან ჩოსონის დინასტიის პერიოდის ორ პოეტ ქალს – ჰვანგ ჯინისა და ჰეონანსეოლჰეონს. სტუდენტები მათ მცირე ლექსებს წაიკითხავენ, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მამაკაცებით დომინირებულ საზოგადოებაში ქალების თვითგამოხატვის შესახებ.

დრო: 17 მაისი, 14:00 - 17:00

სამუშაო ენები: კორეული, ქართული

ფორმატი: ფიზიკურ სივრცეში, დახურული (მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის)

2022 წელი

 

ბანერები