ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ზაალ ანდრონიკაშვილი ბერლინ-ბრანდენბურგის რეგიონის საუკეთესო მეცნიერთა შორისაა

ახალი ამბები

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, Tagesspiegel-ის სამეცნიერო რედაქციის ჯგუფმა გამოავლინა 100 მეცნიერი ბერლინ-ბრანდენბურგის რეგიონიდან, რომლებიც 2023 წელს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული კვლევითი წარმატებებით. ამ სიაში ხვდებიან მეცნიერები, რომლებიც საკუთარ სფეროს ამდიდრებენ ახალი კვლევებით, იზიდავენ მნიშვნელოვან დაფინანსებას სხვადასხვა ფონდებიდან, გამოირჩევიან სწავლების განსაკუთრებული მიდგომებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე.

წელს ამ რეიტინგში პირველად მოხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ზაალ ანდრონიკაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ზაალ ანდრონიკაშვილს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და უსურვებს წარმატებებს საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://t.ly/4hQyq

2023

ბანერები