


“ხიდი ორ კონტინენტს შორის” - ანტონიო საგონა
21 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ანტონიო (ტონი) საგონას საჯარო ლექცია თემაზე: “ხიდი ორ კონტინენტს შორის: არქეოლოგიური გათხრები სამთავროს სამაროვანზე”.
ლექციაზე განხილულ იქნა შიდა ქართლის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის - სამთავროს სამაროვნის განახლებული (2008-2010) არქეოლოგიური გათხრები, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ეგიდით განხორციელდა.
ანტონიო საგონა არის მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი არქეოლოგიის დარგში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს უძველეს თურქეთს და კავკასიას. იგი არის ავსტრალიის ჰუმანიტარული აკადემიის და ლონდონის სიძველეთა საზოგადოების წევრი. მისი ბოლო წიგნი პოლ ზიმანსკისთან თანაავტორობით არის ”უძველესი თურქეთი, დაზვერვები ადრეული ნამოსახლარების პერიოდიდან რკინის ხანის დასასრულამდე”.