ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ელია“-ს წევრია

2012 წლის აპრილიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგის (ELIA) წევრი გახდა.

ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგა (Europian League of Institutes of the Arts) 1990 წელს შეიქმნა. დღეისათვის მასში გაერთიანებულია მსოფლიოს 400-ზე მეტი ინსტიტუტი და უნივერსიტეტი.
 
„ელია“ ევროკავშირში, ბოლონიის პროცესში ექსპერტია სახელოვნებო უმაღლეს განათლებაში. იგი არის არა მხოლოდ ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მისი წევრების ინფორმირებას, არამედ დარგობრივ და სადოქტორო კვლევებს, განსაკუთრებით სამსაფეხურიანი სწავლებასა და უმაღლეს სახელოვნებო განათლებაში. 
 
„მასში გაწევრიანება არის უმოკლესი გზა უახლესი ინფორმაციის ხელმისაწვდიმობაზე სახელოვნებო განათლებაზე, ექსპერტიზაზე, კავშირებზე, პროგრამებზე და ა.შ. მასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ევროპული სახელოვნებო განათლებაში ინტეგრირებისთვის, სტუდენტებისა და პედაგოგების შემდგომი დაოსტატებისთვის, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტებისთვის, ჩვენი სამეცნიერო ინიციატივების ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისთვის“, - აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლევან ხეთაგური.

ბანერები