ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

"ხალხის მტრების” ქართული თარგმანის პრეზენტაცია

16 ნოემბერს ვაშინგტონში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული კატი ბარტონის წიგნის ”ხალხის მტრების” ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ წარადგინა. პრეზენტაციაზე, რომელსაც აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საქართველოს სახელმწიფოს სახელით კატი ბარტონს მისი მეუღლის, რიჩარდ ჰოლბრუკისათვის მინიჭებული წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.

ბანერები