ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

“ხალხის მტრები” ქართულად

კატი მარტონის “ხალხის მტრების” წაკითხვა უკვე ქართულადაა შესაძლებელი.

კატი მარტონის “ხალხის მტრები” - აშშ-ს ეროვნული წიგნის კრიტიკოსთა კონკურსისა და ებრაული წიგნის კონკურსის ფინალისტი წიგნი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ თარგმნა და გამოსცა.

“ხალხის მტრები” ისტორიული თვალსაზრისით გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რადგან რეალურ ამბავს მოგვითხრობს. წიგნი იმ ღალატზე და სიძნელეებზეა, რომელმაც ცივი ომის პერიოდში იჩინა თავი. სააშკარაოზეა გამოტანილი კომუნისტური ტერორის ის სისასტიკე, რომელიც ავტორმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

”ენერგიული და საინტერესოა... “ხალხის მტრებს” აქვს ის მიმზიდველობა და მუხტი, რაც მას ჯაშუშობის შესახებ დაწერილ საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად აქცევს, თუმცა, სასურველი იქნებოდა, ეს რეალური ისტორია არ ყოფილიყო”- ალან ფარსტი The New York Times Book Review.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის განცხადებით, წიგნი არა მარტო ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი, არამედ სკოლის მოსწავლეების სარეკომენდაციო საკითხავ წიგნადაც გამოდგება. პრეზიდენტის მრჩევლის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით კი, სექტემბერში იგეგმება კატი მარტონის ვიზიტი საქართველოში.

ბანერები