


წვდომა Project MUSE-ის რესურსებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავის მომხმარებლებს სთავაზობს კიდევ ერთი ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურის ბაზის MUSE-ის გამოყენების შესაძლებლობას.
ბაზაზე წვდომის უზრუნველყოფა განხორციელდა პროგრამის ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი” ფარგლებში. ამ ხუთწლიანი პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიაში სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარება და კვლევების ხელშეწყობა. პროგრამას აფინანსებს გებერტ რიუფის კერძო ფონდი და ახორციალებს ფრიბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტი.
პროექტი MUSE, რომელსაც მართავს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არაკომერციული პროექტია და წარმოადგენს განსაკუთრებულ თანამშრომლობას ბიბლიოთეკებსა და გამომცემლებს შორის. MUSE ჟურნალების კოლექცია შეესაბამება აკადემიური პერსონალის, ბიბლიოთეკარების, სტუდენტების და ასევე ფართო საზოგადოების კვლევით და სასწავლო ინტერესებს. MUSE უზრუნველყოფს სრულ წვდომას დაახლოებით 100 არაკომერციული გამომცემლობის 400-ზე მეტ დასახელებაზე. სტატიების სრული ტექსტის გახსნა შესაძლებელია როგორც PDF, ისე HTML ფორმატში. MUSE უკავშირდება სხვა ისეთ ბაზებს, როგორიცაა ABC-CLIO, EBSCO, ISI Web of Science, JSTOR, ProQuest და სხვა. MUSE ბიბლიოგრაფიული მონაცემების RefWorks და EndNote პროგრამებში გადატანის საშუალებასაც იძლევა.
ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის ჩართულია MUSE-ის სიდიდით მეორე კოლექცია (Standard Collection), რომელიც მოიცავს 320 ჟურნალს. აქვე გაცნობებთ, რომ MUSE-ის ყველაზე დიდ კოლექციაში (Classic Collection) შედის სულ 467 ჟურნალი. კოლექციების შესადარებლად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ აქ.
MUSE-ის მოხმარების გაიდები და სხვა დამატებითი რესურსები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გამოიყენეთ MUSE რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად!