ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წვდომა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე ebrary

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს დაემატა კიდევ ერთი მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა ebrary.

წვდომა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე  უზრუნველყოფილია 2013  წლის ჩათვლით. ebrary-ს შეძენა განხორციელდა ტემპუსის პროექტის "სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში"  (კოორდინატორი ქეთევან გურჩიანი) ფარგლებში.

ebrary არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული ბიბლიოთეკა. ათწლეულზე მეტია, რაც  ebrary ემსახურება ბიბლიოთეკებს, უნივერსიტეტებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ebrary მომხმარებელთა რაოდენობა აჭარბებს 19 მილიონს. ebrary თავის მომხმარებელს სთავაზობს 500-ზე მეტი გამოცემლობის მიერ გამოცემულ წიგნებს, ჟურნალებს, რუქებს, სამთავრობო დოკუმენტებს და სხვა მასალებს.

ამ ეტაპზე, ილიას სახელმწიფო უნივესიტეტს წვდომა აქვს ebrary-ს აკადემიურ კოლექციაზე (Academic Complete), რომელიც მოიცავს წამყვანი გამომცემლობების 52,000 დასახელების ელექტრონულ წიგნს.

ebrary კოლექციები:

ebrary ელექტრონული ბაზის გამოყენება შესაძლებელია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერიდან, ასევე ნებისმიერი სხვა წერტილიდან კორპორატიული ელექტრონული ფოსტის მქონე პირებისათვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან ebrary-ის გამოსაყენებლად დააწკაპუნეთ ბმულზე: ebrary.

სხვა ნებისმიერი წერტილიდან ("წვდომა სახლიდან") ebrary-ის გამოსაყენებლად დააწკაპუნეთ ბმულზე. >>

მოხმარების სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: >>

დამატებითი რესურსები, ვიდეო გაიდები და ბროშურები  იხილეთ ბმულზე: >>

ბანერები