


წვდომა ბაზაზე Health Policy Reference Center
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს დაემატა კიდევ ერთი მდიდარი ელექტრონული ბაზა ჯანდაცვის სფეროში Health Policy Reference Center (EBSCOHost).
ზოგადი აღწერა
ელექტრონული ბაზა Health Policy Reference Center არის მსოფლიოს წამყვანი (როგორც რაოდენობით, ასევე მნიშვნელობით) ელექტრონული რესურსი ჯანდაცვის პოლიტიკისა და სხვა მომიჯნავე მეციერებების განხრით. აქ ერთადაა თავმოყრილი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და იოლად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ( სტუდენტი, აკადემიური პერსონალი, მკვლევარი, ა.შ.) ეს ელექტრონული ბაზა მომხმარებელს სთავაზობს, ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას წამყვანი აკადემიური ჟურნალებიდან, მონოგრაფიებიდან, ანგარიშებიდან და სხვა მნიშვნელოვანი წყაროებიდან.
ფინანსური უზრუნველყოფა
Health Policy Reference Center შეძენა განხორციელდა ტემპუსის პროექტის "სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში" (კოორდინატორი ქეთევან გურჩიანი) ფარგლებში.
თემატური კატეგორები
- ჯანდაცვის ადმინისტრირება
- ჯანდაცვის ფინანსები და ეკონომიკა
- ჯანდაცვის დაგეგმვა
- ჯანდაცვის ხარისხის მართვა
- ჯანდაცვის რეფორმა
- სადაზღვევო საქმე ჯანდაცვის სფეროში
- ჯანდაცვის სამართალი
- ჯანდაცვის მომსახურების კვლევა
- გრძელვადიანი მოვლა/მკურნალობა
- დედათა და ჩვილთა ჯანდაცვა
- ჯანდაცვის და მედიცინის ეთიკა
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- სოციალური მედიცინა
- ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და მიწოდება,
Health Policy Reference Center-ში შესული რესურსების დეტალური დარგობრივი ნუსხა იხილეთ აქ.
რესურსები
- ასი ათასობით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი;
- 230-მდე აკადემიური ჟურნალი სრული ვერსიით, მათ შორისა ისეთი მნიშვნელოვანი დასახელებები, როგორიცაა New England Journal of Public Policy, Journal of Health Services Research & Policy, Demographic Research (Max Planck Institute.)
- 60-მდე მონოგრაფიის სრული ვერსია;
- 400 მეტი ჟურნალისა და მონოგრაფიის ინდექსი;
განსაკუთრებული შესაძლებლობები
- პუბლიკაციების სრული ვერსიების (HTML ფორმატში) თარგმნა ინგლისური ენიდან რუსულ, გერმანულდა სხვა ენებზე.
- პუბლიკაციების აუდიო ვერსიები.
განახლების სიხშირე
- ყოველდღიური
წვდომა
- წვდომა უნივერსიტეტის ინტერნეტ სივრციდან (დააწკაპუნეთ ნებისმიერ ზემოთმოცემულ ბმულს).
- წვდომა ნებისმიერი სხვა წერტილიდან მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორატიული ელექტრონული ფოსტის მქონე პირებისათვის.
დახმარება
- დახმარებისათვის გამოიყენეთ სერვისი ”შეეკითხე ბიბლიოთეკარს”.
- ქართულ ენაზე მოხმარების სახელმძღვანელო იხ. აქ.
- ინგლისურ ენაზე მოხმარების სახელმძღვანელოები, ძიების ხერხები და სხვა დამხმარე რესურსები იხილეთ აქ.
გისურვებთ წარმატებებს!