ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წიგნის საერთაშორისო დღე

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი "იუნესკომ" უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ილიაუნიმ და მისმა სტუდენტემა ამ დღეს რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შესასვლელთან  მთელი დღის განმავლობაში  მოქმედებდა Book Drive,რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ  მსურველს საშუალება ჰქონდა, ჩაებარებინა წიგნები ბავშვთა სახლებისთვის და ვაკის პარკის ახლად დაარსებული სამკითხველო ”მედიათეკისათვის”.

ასევე,  ილიაუნის სტუდენტებმა ჭავჭავაძის გამზირზე მოაწყვეს წიგნის დღესთან დაკავშირებული ფლეშმობი. ერთ-ერთ შუქნიშანთან გზის გადასასვლელზე წაიკითხეს წიგნები, რითაც  საზოგადოებას შეახსენეს წიგნის არსებობა და მნიშვნელობა.

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში ჩაერთო ასევე  ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსი”, სადაც ბავშვებისთვის ზღაპრები წაიკითხეს, ასევე ილიაუნის ”წიგნის კითხვის კლუბმა”  გამართა შეხვედრა სტუდენტებთან, მათ განიხილეს  ჯეკ ლონდონის ნოველა ”სიცოცხლის სიყვარული”  მოწვეულ ლიტერატურათმცოდნე, პროფესორ, ლევან ცაგარელთან ერთად. დღის ბოლოს კი ”ლიგამუსმა” უმასპინძლა   კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ლევან ღამბაშიძესთან და მოწვეულ სტუმართან ერთად.

ბანერები