ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

წიგნის მაღაზიების კვლევის შედეგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „წიგნის მაღაზიების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მიერ გამოსაკვლევად ამჯერად შეირჩა შედარებით მსხვილი და ქსელური წიგნის მაღაზიები: „ბიბლუსი“, „ლატერნა“, „ლიგამუსი“, „პარნასი“ და „წიგნის სახლი“.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს ბაზარზე ოპერირებად წიგნის მაღაზიებს შორის ერთსა და იმავე წიგნებზე დადგენილიყო ფასები და განხორციელებულიყო მათი შედარებითი ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა, რომელი მაღაზია აწვდის მომხმარებელს წიგნებს ყველაზე იაფად.

თბილისში მოქმედ ცნობილ წიგნის მაღაზიებში გამოსაკვლევად 20 დასახელების წიგნი განისაზღვრა (ძირითადად მხატვრული და შემეცნებითი). შერჩეული წიგნების შეძენა, მეტ-ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე მაღაზიაში არის შესაძლებელი. კვლევაში ფიქსირებული ფასები დადგინდა მომხმარებლებისთვის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად. ფასები მოყვანილია ლარებში და ფიქსირებულია 2012 წლის 20-29 თებერვლის მდგომარეობით. კვლევის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა ყველაზე იაფი მაღაზია, შესაბამისი თანმიმდევრობით და პროპორციებით, მოწინავე ადგილებზე ფიქსირებული იაფი წიგნის რაოდენობების მიხედვით: პირველი და მეორე ადგილი გადაინაწილა ”ლიგამუსმა” (29,2%) და ”ლატერნამ”(29.2%), მესამე ადგილი - ”ბიბლუსმა” (27.1%). შერჩეულ წიგნის მაღაზიებიდან მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მოხვდნენ ყველაზე ძვირიანი მაღაზიები ”პარნასი” (12.5%) და ”წიგნის სახლი” (2.1%).

”ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მკვლევართა ჯფუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაციები უკვე დიმანიკაში იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული, რაც ბაზარზე არსებულ სხვადასხვა საინტერესო პროცესზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის. ”ილიაუნი ბიზნეს რევიუს” ინტერესების და საქმიანობის სფეროა მაკრო-მიკრო ეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციები.

ბანერები