ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვლადიმირ ბუკოვსკი ილიაუნიში

70პარასკევს, 26 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილ პოლიტიკურ დისიდენტს ვლადიმირ ბუკოვსკის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში განსაკუთრებული დამსახურებისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ვლადიმირ ბუკოვსკის საპატიო დოქტორის სიგელი საზეიმო ვითარებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ გადასცა.

ვლადიმირ ბუკოვსკის საჯარო ლექცია, რომელიც მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა, ევროკავშირის იდეოლოგიური კორუფციის საშიშროებას ეხებოდა. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპის მხარდაჭერა, რა იმედებს შეიძლება ამაყარებდეს საქართველო გარე ძალებზე და როგორ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება აგრესიული რუსეთის გვერდით.

 

 

ბანერები