ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს მიღებას პროექტის „უნიკურსი“ გაზაფხულის სემესტრის ნაკადზე

ახალი ამბები

პროექტის შესახებ 

უნილაბის პროექტი „უნიკურსი“ ახალი ტიპის კურსებს სთავაზობს კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. კურსი ითვალისწინებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინშეხვედრებს.

„უნიკურსში“ ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტებია გაერთიანებული. კურსის ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. მსმენელებს ექნებათ კითხვის დასმის შესაძლებლობა Google Classroom-ის დახმარებით. მათ კითხვებს მენტორები ან, საჭიროების შემთხვევაში, ლექტორები უპასუხებენ. ამის გარდა კურსის ფარგლებში  გათვალისწინებულია ვორკშოფები, როცა სტუდენტები პირისპირ შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან შესაბამისი მიმართულების პირველ ციფრულ პროდუქტს.

კურსების ჩამონათვალი:


პროექტის ეტაპები

I ეტაპი 

პროექტის პირველ ეტაპზე გამოცხადდება მიღება, დაინტერესებული პირები შეავსებენ სააპლიკაციო ფორმას: https://cutt.ly/SreVJipm 

II ეტაპი 

გაიმართება ონლაინსაინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც კურსის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კურსისა და მისი ეტაპების შესახებ, გაეცნობიან Google Clasroom-ის მუშაობის პრინციპებს. კურსის მენტორი გადარჩეულ მონაწილეებს დაარეგისტრირებს Google Classroom-ში. მონაწილეებს ექნებათ წვდომა ლექციის ჩანაწერებსა და დავალებებზე და შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია Google Classroom-ში;

III ეტაპი

უნილაბში გაიმართება კურსის შემაჯამებელი ვორკშოფი ჰიბრიდული ტიპის, მასზე დასწრება ონლაინრეჟიმშიც იქნება შესაძლებელი;


ვისთვის არის პროექტი განკუთვნილი? 

პროექტი განკუთვნილია და მასში მონაწილეობა შეუძლია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

კურსების სააპლიკაციო ფორმა

სასურველ მიმართულებაზე სარეგისტრაციოდ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი  მიმართულება და შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://cutt.ly/SreVJipm 

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 10 მარტი, 23:59

დამატებითი ინფორმაციისთვის  

 2025

ბანერები