ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვიზუალური-ბლოკური პროგრამირების ონლაინკურსი მოსწავლეებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს ვიზუალურ- ბლოკური პროგრამირების უფასო ონლაინტრენინგის კურსს.

კურსის მიზანია მოსწავლეს გაუღრმაოს პროგრამირების ცოდნა და Scratch-ის ბაზაზე შეძლოს რთული კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტა. კურსისთვის შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ პროგრამა Scratch-ში და თეორიულ ცოდნის შეძენასთან ერთად რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნებათ. მათ განუვითარდებათ კრიტიკული, ალგორითმული და კომპიუტერული აზროვნება

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლების VI-X კლასების მოტივირებულ მოსწავლეებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის, 4 ნოემბრისა.

კურსი არის დამწყებთათვის, შესაბამისად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/J7GbUQaEKiUKckhg7

მონაწილეების გადარჩევა: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეგზავნებათ დავალება, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება შესაბამის კურსზე სტუდენტის შერჩევა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 40 მოსწავლეს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგის ხანგრძლივობა: კვირაში ორჯერ, 1.5 საათი

სამუშაო ენა: ქართული

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2023 წლის 8 ნოემბრისა.

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.

კურსი უფასოა.

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z

2023

ბანერები