ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვიზუალური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის ექსპედიცია

2013 წლის 10-17 აგვისტოს ექსპედიციამ ექვსი კაცის შემადგენლობით (ჯგუფის ხელმძღვანელი პროფ. პაატა ბუხრაშვილი) იმუშავა თუშეთში. ექსპედიციის მიზანი გახლდათ საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტის - ,,საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ ფარგლებში არტეფაქტების მოძიება და მათი ფიქსირება. აგრეთვე მომავალი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის მომზადება.
ა) სალექსიკონო მასალების მოძიების მიზნით ექსპედიციამ დაათვალიერა სოფ. ზემო ომალოს მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის (დირექტორი ბ-ნი ნუგზარ იდოიძე) ექსპოზიცია და გაეცნო მის ფონდებს. მოხდა ცალკეული ექსპონატების ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია.
ბ) მომავალი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის, დაზვერვითი ზედაპირული დათვალიერების შედეგად,  შეირჩა სოფ. ზემო ომალოსთან მდებარე ნამოსახლარი (,,ჯვარისგორა“). 
გ) ექსპედიციის წევრები იმყოფებოდნენ აგრეთვე სოფლებში - ფარსმაში, გირევში, დართლოში, შენაქოში, დიკლოში, დოჭუში, ბოჭორმაში.
დ) გამოიკვეთა ახალი საკვლევი თემა - ,,თუშეთი ქართული სახელმწიფოს თავდაცვით სისტემაში - პირიქითა ალაზნის ხეობა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჭრილში (დართლო - ფარსმა - გირევის თავდაცვითი ხაზი)“.

ბანერები