ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვიტაუტას ლანდსბერგისი ილიაუნის საპატიო დოქტორი

ლიტვის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტს, პროფესორ ვიტაუტას ლანდსბერგისს ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ვიტაუტას ლანდსბერგისს საპატიო დოქტორის სიგელი საზეიმო ვითარებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ  გადასცა.  

პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი არის ლიტველი კონსერვატორი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი. ის იყო ლიტვის სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ლიტვის პარლამენტის სეიმის ხელმძღვანელი. პროფესორი ლანდსბერგისი არის ინტელექტუალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში ლიტვაში. ის არის საპატიო პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ნგრევაში. ლანდსბერგის დაწერილი აქვს 20 წიგნი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პოლიტიკასა და მუსიკაზე. ის არის დამფუძნებელი ხელისმომწერი „პრაღის დეკლარაცია ევროპულ პრინციპებსა და კომუნიზმზე“,  კომუნიზმის მსხვერპლთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ლანდსბერგისმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1988 წელს, მაშინ კონსერვატორიის პროფესორი, ის ლიტვის პრო-დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი გახდა. 1990 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის აირჩიეს ლიტვის უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელად.

1990 წლის 11 მარტს, ლანდსბერგისი ხელმღვანელობდა საპარლამენტო სესიას, როდესაც ლიტვამ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შედეგად, ლიტვა გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირმა ლიტვის ამ ქმედებას ეკონომიკური ბლოკადის დაწესებით უპასუხა. ლიტვის კონსტიტუციის თანახმად, ლანდსბერგისი გახდა, როგორც სახელმწიფოს ლიდერი, ასევე პარლამენტის სპიკერი. მან ეს პოსტი დაიკავა 1990 წლის მარტიდან 1992 წლის ნოემბრამდე.

1993 წელს, ვიტაუტას ლანდსბერგისმა დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება 1996 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ლანდსბერგისმა ლიტვის პარლამენტის სპიკერის პოსტი დაიკავა 1996 წლიდან 2000 წლამდე.

2004 წელს პროფესორი ლანდსბერგისი არჩეული იქნა ლიტველების მიერ ევროპის პარლამენტში, ბრიუსელში.

2005 წლის იანვარში, პროფესორი ლანდსბერგისი გამოვიდა ნაცისტური და საბჭოური სიმბოლოების წინააღმდეგ. მან გაუგზავნა წერილი ბ-ნ ფრანკო ფატინის, ევროკავშირის სამართლისა და უსაფრთხოების კომისარს, სადაც ის მოთხოვდა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტლების მიღებას ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვასთან დაკავშირებით. კომისარი დაინტერესდა ლანდსბერგისის შეთავაზებით და განიხილა ეს საკითხი. ლანდსბერგისის ინიციატივას იტალიელი მემარცხენეები და რუსეთის პარლამენტი დაუპირისპირდა. თუმცა ბევრი მხარდამჭერიც შეიძინა, მათ შორის ალესანდრა მუსოლინა, იტალიელი ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი. ქალბატონის განცხადებით, ევროპის პარლამენტის წევრებს უნდა განეხორციელებინათ ლანდსბერგისის შემოთავაზება, რადგან ეს მათი მორალური მოვალეობა იყო.

საბოლოოდ, 2005 წლის თებერვალში, ევროკავშირმა შესთავაზა 25 წევრ სახელმწიფოს ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა თუ რომელი სიმბოლო უნდა აკრძალულიყო.

პროფესორი ლანდსბერგისი ეწინაარმდეგებოდა რუსეთის ჩარევას ბალტიის ქვეყნების საქმეებში, აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში და ევროპის პარლამენტში. პროფესორის განცხადებით, რუსეთს გააჩნია განზრახვები, რომ გააკონტროლოს ლიტვა და ბალტიის სხვა ქვეყნები ეკონომიკურად და პოლიტიკურად KGB-ს აგენტების ფართო ქსელის საშუალებით და სხვა ქმედებებით. ლანდსბერგისი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ რუსეთს გადაეხადა კონპენსაცია ლიტვისთვის და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანის გამო.

ბანერები