ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვიტალი კომარი ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” სოცარტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მხატვარ ვიტალი კომარის საჯარო ლექცია გაიმართა.

ვიტალი კომარი ალექსანდრე მელამიდთან ერთად მოიაზრება  ამ ხელოვნების მიმართულების შემქმნელად. სოცარტი არის პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში, ე.წ. ალტერნატიული კულტურის ჩარჩოებში ჩამოყალიბდა და  იმ პერიოდის სახელმწიფო იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.  კომარის და მელამიდის გარშემო 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შემოიკრიბა თანამოაზრე მხატვართა წრე.

სოც-არტი წარმოიშვა, როგორც პაროდია ოფიციალურ საბჭოთა ხელოვნებასა და  ზოგადად, მასკულტურის თანამედროვე სახეებზე, რაც გამოიხატა მის ირონიულ სახელწოდებაშიც, რომელშიც გაერთიანდა სოცრეალიზმისა და პოპ-არტის ცნებები. საბჭოთა პოლიტ-აგიტაციის მოტივებზე შექმნილი საბჭოთა ხელოვნების ოდიოზური კლიშეების, სიმბოლოებისა და სახეების გამოყენებითა და გადამუშავებით სოც-არტი ცდილობდა მათში ნამდვილი არსი წარმოეჩინა და გაეთავისუფლებინა მაყურებელი იდეოლოგიური სტერეოტიპებისგან. ირონია, გროტესკი,  თავისუფალი ციტირება, მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება გახდა ამ მიმართულების თვალშისაცემი, ეკლექტური მხატვრული ენის საფუძველი.

ვიტალი კომარის გამორჩეული გამოფენებია:

1985-1986 - Fruitmarket Gallery, ედინბურგი. Museum of Modern Art, ოქსფორდი. Musee des Arts Decoratifs, პარიზი
1986 - „უახლესი მონაპოვარი“ / Recent Acquisitions , Museum of Modern Art, ნიუ-იორკი
1987 - მონაპოვარი“ / Recent Acquisitions , Metropolitan Museum of Art , ნიუ-იორკი
1987 - Dokumenta 8, კასელი
1997 - Venice Biennale, ვენა
1999 - Venice Biennale, ვენა
2007 - Moscow Biennale, მოსკოვი
2009 - Ronald Feldman gallery, ნიუ-იორკი

ბანერები