


ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (21 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში”.
ტრენინგი განკუთვნილია:
- ქცევითი თერაპევტებისთვის
- ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისთვის
- ენისა და მეტყველების განვითარების სპეციალისტებისთვის
ტრენინგის მონაწილეები
- გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
- ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
- შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.
ტრენერები:
- თამარ გვალია, ამერიკის ბორდის მიერ სერტიფიცირებული ქცევითი ანალიტიკოსი (BCBA), საერთაშორისო ქცევითი ანალიტიკოსი (IBA), ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
- მარიამ გოჩაშვილი,სოციალური მეცნიერებების მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე;
- გულიკო მერებაშვილი,ფსიქოლოგი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.
ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 25 სექტემბერი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 სექტემბერი
ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ადგილები შეზღუდულია.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/CzK6CQRok2Q3SgML9
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2024