აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო
ახალი ამბები
ახალგაზრდებს შორის აფხაზეთის მიმართ ინტერესისა და თემის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებულია აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამოირჩევიან და აკმაყოფილებენ აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
- მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
- გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი;
- არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდია, განსაზღვრული თვეში 200 ლარით, როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე ელფოსტაზე bte@iliauni.edu.ge უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ლექტორის რეკომენდაცია;
- ნიშნების ფურცელი;
- სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სიგელები, სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.
წერილი სათაურის ველში მიუთითეთ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
იხილეთ დანართები.
2024 წელი