ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”უსაფრთხო მგზავრობა” - პრეზენტაცია ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხო მგზავრობის კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. ნაჩვენები იყო სტუდენტების მიერ მომზადებული სარეკლამო ვიდეო-რგოლები. გამარჯვებული გუნდი G.L.T (ლაშა ჩაჩანიძე, გიორგი ოზბეთელაშვილი, ლაშა ცერცვაძე, თენგიზ ქურდიანი, თამუნა ზურაბიშვილი) გახდა, რომელიც ჟიურიმ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბრიტანეთის საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი ენტონი პირსი და საგზაო უსაფრთხოების პროექტების კოორდინატორი უკრაინაში აქსანა რომანუხა. სტუმრებმა მოიყვანეს მსოფლიო სტატისტიკა და საკუთარი ქვეყნების მაგალითზე ისაუბრეს პრევენციულ ზომებზე. პრეზენტაციის მომზადებაში ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა უსაფრთხო მგზავრობისათვის (Safe Drive)”. აღნიშნული ორგანიზაცია ინიციატორია 2010 წლის სექტემბერში მიღებული კანონისა -„ღვედების გამოყენება“. პრეზენტაციაზე განხილულ იყო ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა: ღვედების არგამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ქვეითთა დაუდევრობით გამოწვეული ფატალური შედეგები, ავტოსაგზაო შემთხვევების წლიური სტატისტიკა და სხვა.

ბანერები