ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტის და ტელეკომპანიის თანამშრომლობა ძირითადად ახალგაზრდა ჟუნალისტების მომზადებაში და მათთვის სათანადო პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ხელშეწყობას მოიცავს.

ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის სწავლება დასავლური მოდელით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს აბიტურიენტებში.

”რუსთავი 2”, როგორც მედია ორგანიზაცია, ლიდერია საქართველოს სატელევიზიო არხებს შორის.  ტელეკომპანია უზრუნველყოფს ჟურნალისტიკის  პროფილის სტუდენტების პროფესიულ წინსვლას და განათლების დონის ამაღლებას, მისცემს მათ  შესაძლებლობას, უკვე უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყონ პროფესიული კარიერა და შეიძინონ მნიშვნელოვანი გამოცდილება. მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ და ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოაწერეს ხელი.

ბანერები