


უნივერსიტეტის საჩუქარი აფხაზეთის სკოლებს
16 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები გადასცა. რომელთა შორისაც არის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ასევე წიგნები თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ლიტერატურიდან: პოლ ვიდმერის ”შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა”; კატი მარტონის ”ხალხის მტრები”; დოქტორ სალი ბოისენის და დოქტორ დებორა კასტანსის ”პლანეტის ყველაზე გონიერი ცხოველები”; როჯერ ზელანზის წიგნები ”ამბერის ცხრა პრინცი”, ”ავალონის თოფები”, სერია ”ილიას ბიბლიოთეკა” და სხვა.
ეს აქცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემავალ 14 აფხაზეთის და გალის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიის 31 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ქართულად წარმართვას და მოსწავლეთათვის საუკეთესო ქართულენოვანი განათლების პროცესს, რადგან
ამ სკოლების ბიბლიოთეკებისათვის ასეთი ლიტერატურის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს.