


უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი
Ranking Web of World Universities 2012 წლის ზაფხულის რეიტინგის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ პირველ ადგილზეა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. შარშანდელთან შედარებით ჩვენ ასევე ორჯერ გავაუმჯობესეთ საერთო რეიტინგის ქულა და მსოფლიოში 5915 ადგილიდან 2538 ადგილზე გადავინაცვლეთ.
Ranking Web of World Universities - არის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი, რომლის სიაშიც გაერთიანებულია 12 000 უმაღლესი სასწავლებელი.
რეიტინგში ადგილების გადანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ინტერნეტ-სივრცეში უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ხილვადობა (visibility). ხილვადობა იზომება იმის და მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტ-სივრცეში. აქ გამოყენებული ვებ-ინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებ-გვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის მკვლევარების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ამ რეიტინგში საქართველოში პირველი ადგილის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეცნიერების კვლევები და უნივერსიტეტის მუშაობის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა.