


უნილაბის პროექტი Qart NLP-ი 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარდგება
ახალი ამბები
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ხომალდმა გეზი 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტისკენ აიღო.
შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ უნილაბის პროექტი „Qart NLP – ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი” საერთაშორისო ჟიურიმ 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე წარსადგენად შეარჩია.
პროექტის ხელმძღვანელია კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელი თემო ჩიჩუა. პროექტის შექმნაში მასთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროექტის „ილიაუნი+” ფარგლებში უნილაბის პითონის კურსის კურსდამთავრებულები:
- ნინო მარიდაშვილი – იმუშავა ვებგვერდზე, ტექსტის დამუშავების ფუნქციონალზე;
- ნინა დარსაველიძე – მოამზადა დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა;
- თემურ ქიტოშვილი – შექმნა ვებგვერდის ფუნქციონალი;
- მარიამ კვანტალიანი – შექმნა ვებგვერდის მომხმარებლის ავტორიზაცია / რეგისტრაციის ფუნქციონალი;
- ალისა სანაკოევი – იმუშავა მონაცემთა ბაზებზე;
- თენგიზ პატარაია – იმუშავა ვებგვერდის ბექენდზე.
„Qart NLP“-ს შეუძლია გაიგოს, ახალი ამბავი რა რაოდენობით შეიცავს ყალბ ინფორმაციას. პროგრამას ასევე აქვს ქართული ენის ციფრული დამუშავების მრავალი სხვა ხელსაწყო.
8 მაისს თემო ჩიჩუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით პროექტს 2021 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ფართო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარადგენს.
პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებს მუდმივად გაგიზიარებთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებას უსურვებს მთელ გუნდს.